ოფიციალურად: “ასტონ ვილამ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა!

პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებული “ასტონ ვილა” მოთამაშეების შეძენას განაგრძობს…

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “ბრისტოლ სიტის” უკვე ყოფილი ფორვარდი, ჯონათან კოდჯია ახალ სეზონში “ვილა პარკზე” გააგორებს ბურთს. ინგლისელებს აფრიკელი სპორტსმენის შეძენა 11 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. კოდჯიამ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

26 წლის ფეხბურთელმა წინა გუნდში 52 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

“ბრისტოლ სიტის” მცველმა მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

3 მაისს, ინგლისის ლიგა ერტში “ბრისტოლმა” საკუთარ მოედანზე “უოლსოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი “ბრისტოლის” მცველმა ადენ ფლინტმა ორიგინალური დარტყმით გაიტანა.