კაპელო: “ზლატანს მეკარის ხელების მოტეხვა არა, მაგრამ ფანჯრების ჩამტვრევა შეეძლო”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურინის “იუვენტუსში” 2004-2006 წლებში გამოდიოდა, სადაც მას ფაბიო კაპელო წვრთნიდა.

იტალიელმა სპეციალისტმა შვედ ფეხბურთელთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

“როცა ზლატანი “იუვეში” მოვიდა, მას კარგი დარტყმა არ ჰქონდა. მინო რაიოლამ მითხრა: “ის მართლა კარგი ფეხბურთელია, მას შეუძლია უძლიერესი დარტყმით მეკარეს ხელები მოსტეხოს.” ვუპასუხე: “ზლატანს მეკარის ხელების მოტეხვა არა, მაგრამ სავარჯიშო დარბაზის ფანჯრების ჩატეხვა შეუძლია-მეთქი. ამის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა ამ ასპექტში ვარჯიში დაიწყო და, როგორც ყველამ იცით, ის ძალიან განვითარდა.”

“როცა “რომაში” ვმუშაობდი, შვედის შეძენა მინდოდა. თუმცა, “იუვენტუსმა” დაუჯერებელი ტრანსფერი განახორციელა და 16 მილიონი ევროც გადაიხადა. “აიაქსში” ფიქრობდნენ, რომ ის კარგი მოთამაშე არ იყო. ამიტომ გაუშვეს იტალურ გუნდში. ზლატანს მიდი ამჯობინეს, რომელიც უფრო მარტივად საწვრთნელი გახლდათ,” – ამბობს კაპელო.

როგორ შეხვდნენ კასილასი და ბუფონი მატჩის დაწყების წინ ერთმანეთს (ვიდეო)

5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ იკერ კასილასი და ჯანლუიჯი ბუფონი ერთმანეთს თბილად შეხვდნენ.