რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი “იუვენტუსსა” და მადრიდის “რეალს” შორის.
მეორე ტაიმში, როდესაც ჯორჯო კიელინიმ მიკრო ტრავმა მიიღო, დავით მინაშვილმა განაცხადა, რომ ცუდი იქნებოდა, თუ იტალიელი მოედანს დატოვებდა, ხოლო მისმა მეწყვილემ, სანდრო ცნობილაძემ შემდეგნაირად ეხუმრა: “მსოფლიო ჩემპიონატზე კინაღამ მხარი მოაჭამეს და მაშინ არ გასულა, ახლა რა გაიყვანსო”.