“ბაიერნის” ხელმძღვანელმა ედეგორთან კავშირი დაადასტურა

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა მადრიდის “რეალის” ახლაგაზრდა ფეხბურთელთან, მარტინ ედეგორთან კონტაქტი დაადასტურა.

როგორც იცით, 17 წლის ფეხბურთელის დებიუტი გასული სეზონის ბოლოს შედგა, თუმცა მას შემდეგ ის ესპანური გრანდის რიგებში არ გამოჩენილა.

“ამ ბიზნესში ყოველთვის არის ისეთი სიტაუციები, როდესაც სიგნალებს იღებ. შენ კი რა თქმა უნდა, კონტაქტს ყველასთან ინარჩუნებ. ამაზე დებატების გამართვა არ ღირს.

“რეალში” გადაბარგება მისი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მეტი აგრესიულობა მართებს.”

“ჰოფენჰაიმს” ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გაწვრთნის

“ჰოფენჰაიმის” მთავარი გუნდი 28 წლის მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ჩაიბარა, რომელიც აქამდე კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.

ნაგელსმანმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა, ამით კი მან გერმანიის ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის სტატუსი მოიპოვა.

გერმანელი სპეციალისტის “ჰოფენჰაიმში” დანიშვნამდე, გერმანული ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი მატიას ზამერი იყო. გერმანელი სპეციალისი “ბორუსიას” 32 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში, 34 წლისამ კი ჩემპიონატი მოაგებინა დორტმუნდელებს.

 

„ბოატენგი მსოფლიოს საუკეთესო მცველია“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის მატიას ზამერის აზრით, მისი გუნდის ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი მსოფლიოს საუკეთესო მცველია.

„ბოტენგის პროგრესი უბრალოდ გასაკვირია. მან თამაშის სტაბილიზირება შეძლო და ახლა სრულყოფილი მოთამაშეა. ამიტომაც „ბაიერნთან“ და გერმანიის ნაკრებთან ერთად ჟერომმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. ის პლანეტის საუკეთესო მცველია“, – განაცხადა ზამერმა.

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორი: „გუნდის გაკრიტიკება არ შემიძლია“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი მატიას ზამერი „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ანგარიშით 0:3 მარცხს გამოეხმაურა.

„ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მაიღწია, მხოლოდ ქებას იმსახურებს. გუნდის გაკრიტიკება არ შემიძლია. მოთამაშეები იბრძოდნენ და ყველაფერი გააკეთეს.

თუმცა, დღეს ხშირი ტრავმების გამო, ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. 77 წუთის განმავლობაში მეტოქეს წინააღმდეგობას ვუწევდით. „ბარსა“, ალბათ, ახლა ევროპაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება. მატჩის ბოლოს თამაშმა ფორმა დაკარგა, შემდგომ კი იმის გამოც დავისაჯეთ, რომ შეხვედრისგან მაქსიმუმის მიღებას ვცდილობდით“, – განაცხადა ზამერმა.