ვაჟა კვარაცხელია: ” მადლობა ჩემს ბიჭებს, დღეს ნამდვილი კალათბურთი აჩვენეს”

“სოხუმი” – “შსს-აკადემიას” დასრულების შემდეგ კომენტარი სოხუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიამ გააკეთა.

“დიდი მადლობა კოტეს, პროფესიონალია და პროფესიონალური გუნდი ჰყავს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კალათბურთი ხელოვნებაა. ჩვენ მებრძოლი გუნდი ვართ,  ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო და ბოლომდე ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის. პლეი აუტისთვისთვის უფრო ვემზადებოდით, მაგრამ დღეს იღბალიც დაგვეხმარა, 3-ქულიანების პროცენტიც ძალიან მაღალი გვქონდა. მადლობა ჩემს ბიჭებს, დღეს ნამდვილი კალათბურთი აჩვენეს. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, განსაკუთრებით, მელიტონ ქანთარიას ქალიშვილს, ციალა ქანთარიას. დღეს 9 მაისია და ამ გამარჯვებას სიმბოლურად მას მივუძღვნი.”

კომენტარი “სოხუმის” კალათბურთელმა, გიორგი ჯგერენაიამაც გააკეთა:

“შსს-აკადემია” შემადგენლობით ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მოედანზე ყოველთვის გამარჯვების მოსაპოვებლად გავდივართ. ვფიქრობ, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. წინ რთული მეხუთე ეხვედრა გველის, რომელშიც კვლავ მოსაგებად ვიბრძოლებთ”.