ქრისტენსენი: “ბუნდესლიგა პრემიერ ლიგაზე უფრო ამაღელვებელი ჩემპიონატია”

ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფმა და მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” რიგებში მოასპარეზე ქრისტიანსენმა ბრიტანული პრემიერ ლიგა გერმანულ ბუნდესლიგას შეადარა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია.

“ამ დროისთვის პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მე კარგა ხნის მანძილზე ვვარჯიშობდი “ჩელსის” ფეხბურთელებთან ერთად.

რთულია ამ ორ ლიგას შორის არჩევანის გაკეთებას. დაცვის მხრივ, პრემიერ ლიგა უფრო ორგანიზებულია, მაგრამ იქ შანსების შექმნა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე აქ.

მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბუნდესლიგა ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია. თითქმის ყველა თამაშში მაქსიმალურად იხარჯებიან, წინ და უკან, დაცვაში და შეტევაში ერთი ამოსუნთქვით თამაშობენ.”

„ლევერკუზენმა“ „გლადბახთან“ 0:3 დათმო

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიუნხენგლადბახის „ბორუსიამ“ ლევერკუზენის „ბაიერი“ მიიღო. ამ ტურის წინ მასპინძლები მეტოქეს ორი ქულით სუწრებდნენ, „ბაიერი“ კი მოგების შემთხვევაში „ბორუსიას“ არამხოლოდ გაუსწრებდა, არამედ სამეულშიც შევიდოდა.

პირველი ნახევრარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მიუნხენგლადბახელებმა ლევერკუზენელებს შანსი არ დაუტოვეს. 50-ე წუთზე ანგარიში მაქს კრუსემ გახსნა. 81-ე წუთამდე მასპინძლები მნიმალური სხვაობით იგებდნენ, რის შემდეგაც მათი უპირატესობა პატრიკ ჰერმანმა გაზარდა. შვიდ წუთში კი წერტილი იბრაჰიმ ტრაორემ დასვა – 3:0.

საბოლოოდ, მიუნხენგლადბახელებმა ამ გამარჯვებით 63 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ხვალამდე მეორე ადგილზე ავიდნენ.

„ბორუსია“ – „ბაიერი“ 3:0