ფლანაგანმა და აიბმა “ლივერპულთან” კონტრაქტი გაახანგრძლივეს

“ლივერპულის” ფეხბურთელებმა ჯონ ფლანაგანმა და ჯორდონ აიბმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის აიბმა გუნდთან გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, ფლანაგანის კონტრაქტის დეტალები კი არ ხმაურდება.

“ლივერპული” დიდებული კლუბია, მე მომწონს მისი ფილოსოფია. აქ დიდ სიამოვნებას ვიღებ”, – ციტირებს აიბის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

 

აიბი: “სამწუხაროა, რომ ჩვენ ვკარგავთ ჯერარდს”

“ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯორდონ აიბი გუნდში სტივენ ჯერარდის მნიშვნელობაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებისთანავე, ინგლისელი ნახევარმცველი კლუბს დატოვებს და MLS-ში, “ლოს-ანჯელეს გელექსიში” გადავა.

“მას გუნდში დიდი გავლენა აქვს. ის ყოველთვის ეხმარება ახალგაზრდებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. სამწუხაროა, რომ სეზონის ბოლოს მას დავკარგავთ. ჯერარდი “ლივერპულის” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა,”-დაასრულა აიბმა.