9 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, როცა ანგარიში 0:2 იყო, კრიშტიანო რონალდუს პენალტით სხვაობის შემცირების შანსი მიეცა. პორტუგალიელი ფეხბურთელის დარტყმული სტუმართა კარის დარაჯმა, დიეგო ალვეშმა მოიგერია.
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ “ვალენსიას” მეკარე რონალდუსთან მივიდა და მას რაღაც უთხრა. როგორც ესპანურ პრესაში წერენ, ალვეშმა მეტოქეს უთხრა: “შენ მარჯვენა კუთხეში დაარტყამ და მე პენალტს მოვიგერიებ.”