ბელგიაში კიდევ ერთი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ბელგიის მეოთხე დივიზიონის გუნდის, “ბერსხოტ ვილრეიკის” 23 წლის მცველი, ჯიმი ნიკოტი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტრაგედია პარასკევს მატჩისას მოხდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო კომა, მაგრამ დღეს, გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მისი გარდაცვალების შესახებ გვამცნო.

მიზეზი გულის შეტევაა. შეგახსენებთ, რომ ამ მიზეზით ბელგიაში, “ლოკერენის” მცველი, გრეგორი მერტენსი გარდაიცვალა.