“ჩელსიმ” ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის “ჩელსიმ” 19 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ნათანი დაიმატა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით თავად ფეხბურთელი იტყობინება. ნათანმა ლონდონური კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი მანამდე “ატლეტიკო პარანაენსეს” ღირსებას იცავდა.

ნათანი შემტევი ნახევარმცველი გახლავთ. მას თამაში შეუძლია როგორც ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში, ასევე მარცხენა გარემარბად და მეორე თავდამსხმელად.

აღნიშნული ტრანსფერის ღირებულებამ, სავარაუდოდ, 4,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა.

Nathan Instagram