იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, კლაუდიო ჯენტილემ ლიონელ მესი დიეგო მარადონას და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.
“მესის გასანეიტრალებლად მარადონას მსგავსად სივრცეების შეზღუდვაა საჭირო. მაგრამ ჩემთვის მარადონა გაცილებით უფრო ქარიზმატულია. დიეგო საკუთარ თავზე მთელი გუნდის პასუხისმგებლობის აღება შეეძლო.
ვთვლი, რომ მესი უკანასკნელ მუნდიალზე უბრალოდ არ ყოფილა. მარადონას კი მსოფლიო თასიც და იტალიის ჩემპიონატიც მარტოს აქვს მოგებული. ასევე ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუც მესიზე ძლიერი მოთამაშეა” – განაცხადა ჯენტილემ AS-თან საუბრისას.