“მილანი” კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს: “ლეგენდა 39 წლის გახდა!”

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე 39 წლის გახდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა უკვე არაერთი მილოცვა მიიღო, მათ შორის კი, ერთ-ერთი მისი ყოფილი კლუბის, “მილანის” მილოცვა იყო.

“როსონერიმ” სოციალურ ქსელ Twitter-ში, ოფიციალურ გვერდზე კალაძის პატივსაცემად პოსტი გამოაქვეყნა.

“დღეს ლეგენდა 39 წლის გახდა! დაბადების დღეს გილოცავთ, კახა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე, კალაძეს დაბადების დღე ცნობილმა იტალიურმა სპორტულმა ტელეკომპანიამ, Sky Sport-მა მიულოცა.

კახა კალაძე ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება. ამ ინფორმაციას “მილანის” ოფიციალური არხი ავრცელებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ერთმანეთს “ატლეტიკო” და “რეალი” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კალაძის ყოფილი კლუბის, “მილანის” საშინაო სტადიონზე, “სან სიროზე” 28 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია.

“საუკეთესო ფეხბურთელი რომ საკუთარ კარში ორ გოლს გაიტანს…” (ვიდეო)

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში წამყვანს გადაცემაში ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ჟურნალისტი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც კახა კალაძეზე ისაუბრა.

შალვა ნათელაშვილი: “მე ვიცი, რატომ გაიტანა კახა კალაძემ საკუთარ კარში ორი გოლი” (ვიდეო)

11 მაისს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტუმრად ტელეკომპანია TVS-ის გადაცემა “სანაიას ეთერში” იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.

ნათელაშვილმა 2009 წელს, საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი გაიხსენა და თქვა, რომ კახა კალაძემ საკუთარ კარში ორი გოლი განზრახ გაიტანა.