„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში ტორონტოში ჩასატარებელ „ოლ სტარის“ მატჩს გამოტოვებს, რის შესახებ „იაჰუ სპორტსი“ იუწყება. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც კალათბურთელმა გუშინ მიიღო. აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდში კრისის ადგილს „ატლანტა ჰოუქსის“ კალათბურთელი ელ ჰორფორდი დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ჰორფორდისთვის კარიერაში ეს მეოთხე „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ იქნება. აქამდე მას 2010, 2011 და 2015 წლის „ოლ სტარებში“ უთამაშია.
მიმდინარე სეზონის 55 შეხვედრაში ჰორფორდის საშუალო მონაგარი სათამაშო დროის 31,3 წუთში 15,3 ქულას, 6,9 მოხსნასა და 3,1 გადაცემას შეადგენს.