კოკა-კოლას თასი 2018 – თბილისის ეტაპი დასრულდა

28 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „კოკა-კოლას თასი 2018“-ის თბილისის ფინალები გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს 174-ე და 165-ე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 174-ელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. დრამატული გამოდგა 130-ე და 31-ე სკოლების მატჩი. თამაშის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტები კი, უკეთ 130-ე სკოლის გუნდმა შეასრულა და ანგარიშით 7:6 დაამარცხა მეტოქე. დარჩენილ ორ შეხვედრაში 99-ე სკოლა 207-ესთან 1:7 დამარცხდა, დღის ბოლო შეხვედრაში კი, 146-ე სკოლამ 186-ე სკოლას 3:1 აჯობა. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე „კოკა-კოლას თასი 2018“-ის ფინალურ ეტაპზე კვარიათში 207-ე, 174-ე, 130-ე და 146-ე სკოლის გუნდები გაემგზავრებიან.

დღესვე გამოვლინდა თბილისის მასშტაბით უძლიერესი გოგონათა გუნდი. ნახევარფინალურ ეტაპზე 175-ე სკოლამ 169-ე სკოლა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, 146-ემ კი 158-ეს დამაჯერებელი ანაგრიშით 3:0 მოუგო. ფინალური მატჩი, მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა და 146-ე სკოლის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შესაბამისად, აღნიშნული სკოლის გუნდი კვარიათში გაემგზავრება და მთელი ქვეყნის მასშტაბით უძლიერესი გუნდის წოდებისთვის იბრძოლებს.

ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლას” პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ გადასცეს.

„კოკა-კოლას თასი 2018“ ფინალური ეტაპი ივნისის თვეში ქალაქ ბათუმში გაიმართება. მონაწილე გუნდები კი, ერთი კვირის განმავლობაში კვარიათში იცხოვრებენ. წლევანდელ ტურნირში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწელეობას 1000-ზე მეტის სკოლის 10000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა. საბოლოოდ კი, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი – 12-მა.

Gff.Ge

„კოკა-კოლას თასი 2018“ იწყება!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და „კოკა-კოლა“ ბავშვებს შორის ყოველწლიურ გათამაშებას იწყებს. „კოკა-კოლას თასის“ 2018 წლის გათამაშება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით გაიმართება. მისი მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

16 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში კოკა-კოლას თასი 2018-ის თბილისის რეგიონული ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეჯიბრში თბილისის ყველა რაიონიდან 2005-2006 წლებში დაბადებულ ვაჟთა 110 და 2003-2005 წლებში დაბადებულ გოგონათა 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის პირველი ეტაპი 21 აპრილს დაიწყება.

საუკეთესო ვაჟთა ოთხი და გოგონათა ერთი გუნდი ბათუმში გაემგზავრება და სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან გაარკვევს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ვინაობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „კოკა-კოლას“ ინიციატივით „კოკა-კოლას თასი“ ყოველწლიურად იმართება. 2018 წლის სეზონში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გათამაშებაში მონაწილეობას 10000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.

Gff.Ge

კოკა-კოლას თასი: ხვალ თბილისის ფინალური მატჩები გაიმართება

30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ კოკა-კოლას თასის თბილისის ფინალური შეხვედრები გაიმართება. დღის ბოლო მატჩი 13:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, და კოკა-კოლას პრეზიდენტი თემურ ჭყონია დაესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ტურნირის ორგანიზატორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოვებენ.

ფინალურ მატჩზე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი იქნება წარმოდგენილი და მსურველებს მასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლებათ.

კოკა-კოლას თასზე თბილისის ყველა რაიონიდან 2003-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა და 2002-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა გუნდები იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულ ვაჟთა ხუთი და გოგონათა ერთი გუნდი კვარიათში გაემგზავრება და სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან ორთაბრძოლაში გაარკვევს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ვინაობას. გასულ წელს „კოკა-კოლას თასში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. წელს ეს რიცხვი გაიზარდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 16000 მოსწავლეა ჩართული.

აღნიშნული ტურნირი კოკა-კოლას მხარდაჭერით ტარდება და მისი მთავარი მიზანი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა.

Gff.Ge

“კოკა-კოლას” თასი” დაიწყო! (ფოტოები)

დღეს “მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მოედანზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლას” მიერ ორგანიზებული ბავშვთა ყველაზე მასობრივი საფეხბურთო ტურნირი — “კოკა-კოლას თასი”.

წლევანდელი გათამაშება იმითაა გამორჩეული, რომ მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურნირში გოგონების გუნდებიც ჩაერთვნენ.

ამ ტურნირის ისტორია 2006 წლიდან იწყება და მას „სკოლბურთის“ სახელით იცნობდნენ. 2007 წლიდან, ტურნირი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში 10-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.

გახსნისას მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ მიმართეს.

Coca-Cola Cup 2

რევაზ არველაძე: “ისეთი შესაფერისი ბმა, როგორიც არის ფეხბურთი და “კოკა-კოლა”, ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ “კოკა-კოლა”, განსაკუთრებით კი ქართული, არის ყველაზე გემრიელი და ძალიან უხდება ფეხბურთს. ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლების განმავლობაში ვატარებთ ამ არაჩვეულებრივ ტურნირს. წელს 13 ათასი მონაწილე გვყავს, აქედან 10 ათასი არის ახალგაზრდა ბიჭი და 3 ათასი – გოგონა. დიდი იმედი გვაქვს, რომ რაოდენობრივად იმ ჩამორჩენას, რომელიც გვაქვს ქალთა ფეხბურთში, მაქსიმალურად შეამცირებს წლევანდელი სკოლბურთის გათამაშება. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი ახალგაზრდა დღეს ჩვენთან ერთად არის და თამაშობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თამაშს, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია. მე არ დამეზარება და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი საქართველოს განათლების სამინისტროს და კომპანია “კოკა-კოლას” ჩვენთან ერთად ამ არაჩვეულებრივი ტურნირის ორგანიზებისთვის”.

თემურ ჭყონია: “ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. ამ ტურნირს ესწრება უამრავი სელექციონერი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, იპოვონ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, ამიტომ დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და განათლების სამინისტროს. გოგოებს ვუსურვებ, რომ მაგრად იყვნენ და არ შეეშინდეთ. “კოკა-კოლას” თასს” გახსნილად ვაცხადებ, მოგილოცავთ და წინ გამარჯვებისკენ!”

Coca-Cola Cup 3

ორად გაყოფილი მოედანი პატარა გოგოებმა და ბიჭებმა დაიკავეს, მინდორზე გუნდი გუნდს ენაცვლებოდა, პატარა ფეხბურთელებს კი ტრიბუნიდან მშობლები და ნაცნობ-მეგობრები ამხნევებდნენ.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას იღებს 1155 გუნდი, აქედან ბიჭების გუნდები – 935 სკოლა, 9350 მოზარდი და გოგონების გუნდები – 220 სკოლა, 2200 გოგონა, ანუ სულ 11550 ბავშვი მონაწილეობს.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები