„დე ბრუინეს „ბაიერნში“ თამაში შეუძლია“

„ვოლფსბურგის“ ნახევარმცველმა ლუის გუსტავომ, რომელიც აქამდე „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა, თვლის, რომ მის თანაგუნდელ კევინ დე ბრუინეს მიუნხენურ კლუბში სათამაშოდ საჭირო მონაცემები გააჩნია.

„დე ბრუინემ თვითონ უნდა იცოდეს, თუ როგორ მოიქცეს. მას მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ „ბაიერნზე“ უკეთესი გუნდი მსოფლიოში ძნელად მოიძებნება.

კევინი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას „ბაიერნში“ სათამაშოდ საჭირო მონაცემები გააჩნია“, – თვლის ლუის გუსტავო.