“NTV პლუსის” კომენტატორი: “ფინალში “დნიპროს” გასვლა ევროპის ლიგის დაბალ დონეზე მეტყველებს”

“ენტევე პლუსის” რუსმა კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ევროპის ლიგის ფინალში დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ტურნირის დაბალ დონეზე გაამახვილა ყურადღება.

“დნიპრო” ფინალშია, რაც ევროპის ლიგის სრულ და საბოლოო დისკრედიტაციას ნიშნავს. დროა, ტურნირი დაიხუროს.

ფინალში “დნიპროს” მსგავსი გუნდის გასვლა ევროპის ლიგის დაბალ დონეზე მეტყველებს. ეს ფაქტია.

“დნიპროს” წინააღმდეგი არაფერი მაქვს. ყოჩაღ ფინალში გასვლისთვის, მაგრამ ნორმალური არ არის, როდესაც ევროთასის ფინალში ასეთი გუნდი გადის”, – დაწერა ჩერდანცევმა.

რუსი კომენტატორის ამ კომენტარს ძირითადად მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ “დნიპრომ” ნახევარფინალურ ეტაპზე “ნაპოლის” სძლია. უკრაინული გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩს “სევილიას” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 27 მაისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება.