“ინტერი” “მალაგას” ნახევარმცველში 10,5 მილიონს იხდის

“მალაგას” ნახევარმცველი სერხი დარდერი შესაძლოა, მილანის “ინტერში” გადაბარგდეს.

“ნერიაძური” გასული თვის განმავლობაში “მალაგასთან” ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპრაკებას აწარმოებდა. იტალიურმა კლუბმა 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ ანდალუსიელებს 10,5 მილიონი ევრო შესთავაზა.

“ინტერს” ფინანსური ფეარ-პლეის წესის დარღვევა არ სურს, ამიტომ საქმის დაჩქარებას არ ცდილობს.

სერხი დარდერმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.