ანრი: “სადიო მანე კლოპის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი “ლივერპულის” გარემარბ სადიო მანეს თამაშით მოხიბლულია. ფრანგის თქმით, სენეგალელი ფეხბურთელი მერსისაიდული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია.

“მანეს დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის “ზალცბურგში” თამაშობდა. სადიო მანე იურგენ კლოპის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია. ის თავის თავში დარწმუნებული მოთამაშეა, რომელმაც იცის, რა მიზნის წინაშე დგას. მანე მოედანზე არ ერთობა, ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს. როდესაც ის ბურთს იღებს, სიჩქარეს კრეფს და წინ მიიწევს”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სანი”.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” სადიო მანე 2016 წლის ზაფხულში “საუთჰემპტონისგან” შეიძინა. მერსისაიდელებმა სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს. მანე მიმდინარე წლის ზაფხულამდე ყველაზე ძვირაღირებულ აფრიკელ ფეხბურთელად ითვლებოდა. მან წელს ეს სტატუსი მოჰამედ სალაჰს დაუთმო, რომელიც აგრეთვე “ლივერპულში” გადავიდა.

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა (ვიდეო)

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა სადიო მანემ ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა. სენეგალელ ფეხბურთელს სამი გოლის გასატანად მხოლოდ 2 წუთი და 56 წამი ეყო.

წინა რეკორდი “ლივერპულის” ყოფილ თავდამსხმელ რობი ფაულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰეთთრიკი 4 წუთსა და 33 წამში გაიტანა.