ფრანგული პრესის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აბუ დიაბი „თაბაშირის ბურთის“ მფლობელი გახდა.
გამოკითხვაში, რომელიც Befoot-ის ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა, დიაბიმ ხმათა 72 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილი „სენტ-ეტიენის“ მცველმა პოლ ბეისმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი „ლიონის“ ნახევარმცველი იოან გურკუფი გავიდა.
პრიზი გადაეცემა იმ ფეხბურთელს, რომელიც კალენდარული წლის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ დიაბი მოედანზე გასული წლის მარტის თვიდან აღარ გვინახავს. 27 წლის ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და მის დაბრუნებას მიმდინარე წლის მარტამდე არ უნდა ველოდოთ.
ბექა დოგრაშვილი