აზერბაიჯანის ჩემპიონატის 34-ე ტურში ბაქოს “ინტერი” უშუალო კონკურენტს, “გაბალას” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, რამაც ცხადაძის გუნდის მცირე საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.
ბაქოელთა სასტარტოს დაუბრუნდა მკარე გიორგი ლომაია, მის გარდა ძირითადში დაიწყეს, ამისუალშვილმა და ცხადაძემ, რომელიც 70-ე წუთზე მენზე კოლიმ შეცვალა.
“ინტერის” აქტივში 30 თამაშში მოპოვებული 60 ქულაა და ლიდერ “ყარაბაღს” ბაქოელები 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.