ვენგერი: „მაინეტრესებს, რითია დაკავებული მთელი დღის განმავლობაში ალექს ფერგიუსონი“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ალექს ფერგიუსონის მსგავსად ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.

„მაინტერესებს, თუ რითია დაკავებული მთელი დღის განმავლობაში ალექს ფერგიუსონი. თუმცა, პენსიაზე წასვლის შემდეგ ის ბედნიერი ჩანს. მას გაუმართლა, რადგან ის ასევე ცხენებითაა დაინტერესებული. დილით გაღვიძებისას ის, ალბათ, ცხენებთან მუშაობითაა გართული.

ცხენები მეც მიყვარს, მაგრამ რბოლებზე არ დავდივარ. ფერმერობა მირჩევნია“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.