დონარუმადან მოიზ კინამდე: როგორი იქნება იტალიის ნაკრები ევრო 2020-ზე?

გამომდინარე იტალიის ნაკრების უდიდესი ისტორიისა, ევრო 2016-ზე “აძურის” შემადგენლობა ყველაზე სუსტი იყო ბოლო ათწლეულების მანძილზე.

საინტერესოა, როგორი შემადგენლობით ითამაშებს იტალიელთა საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე…


მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა

მატჩი ნაკრებში: 2

კლუბი: “მილანი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 21

ფაქტი: 2016/17 წლების სეზონში, დონარუმამ 25 მატჩიდან რვაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.


ცენტრალური მცველი: ალესიო რომანოლი

მატჩი ნაკრებში: 4

კლუბი: “მილანი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: სერია ა-ს მიმდინარე სეზონში დუელთა 54 პროცენტი რომანოლის გამარჯვებით დასრულდა


ცენტრალური მცველი: ლეონარდო ბონუჩი

მატჩი ნაკრებში: 67

კლუბი: “იუვენტუსი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 33

ფაქტი: იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ბონუჩის მიერ გაკეთებულ გადაცემათა 87 პროცენტი ზუსტი გამოდგა.


ცენტრალური მცველი: დანიელე რუგანი

მატჩი ნაკრებში: 2

კლუბი: “იუვენტუსი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: რუგანიმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ორჯერ სცადა კარში დარტყმა და ორი გოლი გაიტანა.


მარჯვენა მცველი: ალესანდრო ფლორენცი

მატჩი ნაკრებში: 24

კლუბი: “რომა”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 29

ფაქტი: სერია ა-ს 9 მატჩში ფლორენციმ საკუთარ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.


ცენტრალური ნახევარმცველი: მანუელ ლოკატელი

მატჩი ნაკრებში: 0

კლუბი: “მილანი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 22

ფაქტი: ლიგის 18 მატჩში ლოკატელიმ “მილანის” მაისურით ორი გოლის გატანა მოახერხა.


ცენტრალური ნახევარმცველი: მარკო ვერატი

მატჩი ნაკრებში: 19

კლუბი: “პსჟ”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 28

ფაქტი: ვერატიმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.


ვინგერი: ფედერიკო ბერნანდესკი

მატჩი ნაკრებში: 7

კლუბი: “ფიორენტინა”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: ბერნანდესკიმ მიმდინარე სეზონში “ფიოტენტინას” მიერ გატანილ 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 4 ასისტი)


ვინგერი: დომენიკო ბერარდი

მატჩი ნაკრებში: 0

კლუბი: “სასუოლო”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: სერია ა-ს 9 მატჩში ბერარდიმ ორი გოლის გატანა შეძლო.


ვინგერი: მოიზ კინი

მატჩი ნაკრებში: 0

კლუბი: “იუვენტუსი”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 20

ფაქტი: მოიზ კინმა იტალიის 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.


ფორვარდი: ანდრეა ბელოტი

მატჩი ნაკრებში: 5

კლუბი: “ტორინო”

2020 წელს მისი ასაკი იქნება: 26

ფაქტი: ჩემპიონატის 22 მატჩში ბელოტიმ 17-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

კონტე “ჩელსიში” ბერარდის მიყვანას გეგმავს

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “სასუოლოს” ახალგაზრდა ტალანტის, დომენიკო ბერარდის გადაბირებას აპირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 22 წლის შემტევს სერია ა-ს მატჩებში შესანიშნავი შედეგი აქვს – 40 გოლი და 25 საგოლე გადაცემა 90 მატჩში – ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი “არისტოკრატთა” ინტერესი მის მიმართ.

La Repubblica-ს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ბერარდის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში აპირებს. თუმცა, მოლაპარაკებები უკვე წამოწყებულია.

ბერარდის გადაბირების ინტერესი აქამდე “მილანის”, “რომასა” და “ინტერის” ხელმძღვანელებმაც გამოთქვეს. “იუვეს” კი მისი 25 მილიონ ევროდ შეძენის უფლება აქვს, რაც არაა გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გამოიყენოს.

“სასუოლოს” პრეზიდენტი: “ბერარდი “იუვენტუსში” გადავა”

იტალიური “სასუოლოს” პრეზიდენტმა, ჯუზეპე სკუნციმ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი, დომენიკო ბერნარდი ტურინის “იუვენტუსს” 2016/17 წლების სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდება.

“ამ დროის მანძილზე არაერთი განსხვავებული ჭორი მოვისმინე. ჩვენ “ინტერთან” არანაირი სახის მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით. არ მესმის, რატომ ამბობს ხალხი საპირისპიროს.

“იუვენტუსთან” ჩვენ ჯენტლმენურ შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბერარდი ტურინში ერთი წლის შემდეგ გადავა, მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ.” – განაცხადა სკუნციმ.

აქვე გეტყვით, რომ ბერარდიმ მთელი კარიერის მანძილზე 127-ჯერ მოირგო “სასუოლოს” მაისური. ამ დროის მანძილზე მან 49 გოლის გატანა და 30 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

“მილანი” “სასუოლოსთან” დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში “მილანი” “სასუოლოს” ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი ბერარდიმ შეიტანა, რომლის გოლებით 31-ე წუთზე “სასუოლო” უკვე 2:0 იგებდა. 33-ე წუთზეზ მილანელებმა ბონავენტურას ძალისხმევით სხვოაბა მინიმუმამდე შეამცირეს, მეორე ტაიმის დებიუტში კი ალექსმა ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო, თუმცა 77-ე წუთზე კვლავ ბერარდის ჯერი დადგა, რომელმაც მესამედ დალაშქრა “მილანის” კარი და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სასუოლო 3-2 მილანი

გოლები: ბერარდი 13′ ; 31′ (2:0); ბონავენტურა 33′ (2:1); ალექსი 51′ (2:2); ბერარდი 77′ (3:2)