კანავაროს ჯერარდი ლამპარდში აერია (ფოტო)

იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო “ლივერპულიდან” სტივენ ჯერარდის წასვლის ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, თუმცა იტალიელ ფეხბურთელს კურიოზული შეცდომა მოუვიდა.

კანავარომ თავის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც არა ჯერარდი, არამედ ფრენკ ლამპარდი გახლდათ გამოსახული, თუმც ჰეშთეგად სწორედ მერსისაიდული გუნდის კაპიტანი ჰყავდა მონიშნული.

ფოტო რამდენიმე წუთის შემდეგ წაშალეს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან ჯერარდი “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს. რაც შეეხება ლამპარდს, ის “ნიუ იორკ სიტის” ეკუთვნის და “მანჩესტერ სიტიში” იჯარის წესით თამაშობს.

Cannavaro page