ჯერარდმა “ოქროს ბურთზე” საკუთარი ფავორიტი დაასახელა

“ლივერპულის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც დღესდღეობით გლაზგოს “რეინჯერსს” თავკაცობს, “ოქროს ბურთის” ჯილდოზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა.

“ოქროს ბურთი” ვირჯილ ვან დეიკმა უნდა მიიღოს.

ლეო მესის ნომერ პირველი თაყვანისმცემელი ვარ, მიყვარს ეს ფეხბურთელი. მას ბევრი გოლი გააქვს და უამრავ საგოლე გადაცემასაც აკეთებს. მე მისი ქომაგების რიცხვში შევდივარ, თუმცა…

ვან დეიკი მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ყველა მატჩი უშეცდომოდ ჩაამთავრა. ასე რომ, “ოქროს ბურთს” ის იმსახურებს”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Goal-ი.

კანავაროს ჯერარდი ლამპარდში აერია (ფოტო)

იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო “ლივერპულიდან” სტივენ ჯერარდის წასვლის ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, თუმცა იტალიელ ფეხბურთელს კურიოზული შეცდომა მოუვიდა.

კანავარომ თავის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც არა ჯერარდი, არამედ ფრენკ ლამპარდი გახლდათ გამოსახული, თუმც ჰეშთეგად სწორედ მერსისაიდული გუნდის კაპიტანი ჰყავდა მონიშნული.

ფოტო რამდენიმე წუთის შემდეგ წაშალეს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან ჯერარდი “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს. რაც შეეხება ლამპარდს, ის “ნიუ იორკ სიტის” ეკუთვნის და “მანჩესტერ სიტიში” იჯარის წესით თამაშობს.

Cannavaro page