“რენმა” იოან გურკუფთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
29 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც კლუბთან შრომითი ხელშეკრულება ამა წლის პირველ ივლისს ამოეწურა, “რენში” დარჩენა გადაწყვიტა. მხარეებს შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტი ძალაში 2018 წლის პირველ ივლისამდე იქნება.
იოან გურკუფმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.