გურკუფი “რენში” გადავიდა

ფრანგი ნახევარმცველი იოან გურკუფი კარიერას “რენში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ იოან გურკუფმა პროფესიონალური კარიერა სწორედ “რენში” დაიწყო. უკანასკნელად იგი “ლიონის” ღირსებას იცავდა.

 

გურკუფი „რენში“ დაბრუნდა

ნახევარმცველმა იოან გურკუფმა „რენთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, კლუბი ახალწვეულს სამშაბათს წარადგენს.

სათქმელია, რომ უცნობია, გაიარა თუ არა ნახევარმცველმა კლუბში სამედიცინო შემოწმება. ერთი ინფორმაციით, მან შემოწმების გავლა შეძლო, თუმცა მეორე ვარაუდი საპირისპიროა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ტრავმის გამო ფეხბურთელი უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.

ცნობისთვის, გურკუფი „რენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. ზაფხულში მას „ლიონთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც მხარეებმა არ გაახანგრძლივეს.

გურკუფი „გენგამში“?

„გენგამის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ იოან გურკუფით დაინტერესდა.

„L’Equipe“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაფორმებლად კლუბი მზადაა. აქამდე გავრცელებული ცნობით, გურკუფს „ბორდოს“ შემადგენლობაში დაბრუნება შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს იოანს „ლიონთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად ის თავისუფალი აგენტია.

გურკუფი ტრავმირებულია

“ლიონის” ნახევარმცველი იოან გურკუფი ტრავმირებულია. “სენტ-ეტიენთან” გამართული მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ნახევარმცველმა მარცხენა ფეხის დაზიანება მიიღო და მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. სავარაუდოდ გურკუი ევროპა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ “ლიონის” მეტოქე ტურინის “იუვენტუსი” იქნება.

აბუ დიაბიმ „თაბაშირის ბურთი“ მოიგო

ფრანგული პრესის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აბუ დიაბი „თაბაშირის ბურთის“ მფლობელი გახდა.

გამოკითხვაში, რომელიც Befoot-ის ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა, დიაბიმ ხმათა 72 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილი „სენტ-ეტიენის“ მცველმა პოლ ბეისმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი „ლიონის“ ნახევარმცველი იოან გურკუფი გავიდა.

პრიზი გადაეცემა იმ ფეხბურთელს, რომელიც კალენდარული წლის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ დიაბი მოედანზე გასული წლის მარტის თვიდან აღარ გვინახავს. 27 წლის ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და მის დაბრუნებას მიმდინარე წლის მარტამდე არ უნდა ველოდოთ.

ბექა დოგრაშვილი