ინგლისში სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდების პრეტენდენტები გამოაცხადეს.
წლის თავკაცის ტიტულისთვის იბრძოლებენ: ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”), რონალდ კუმანი (“საუთჰემპტონი”), გარი მონკი (“სუონსი სიტი”), ნაიჯელ პირსონი (“ლესტერ სიტი”) და არსენ ვენგერი (“არსენალი”).
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: ჯონ ტერი (“ჩელსი”), ედენ აზარი (“ჩელსი”), ნემანია მატიჩი (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), გარი კეინი (“ტოტენჰემ ჰოთსპური”) და ალექსის სანჩესი (“არსენალი”).