ჩეხეთი ადასტურებს: ტომას როსიცკისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, პიოტრ ზემანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეხთა 35 წლის ფლეიმეიქერი, ტომას როსიცკი გუნდს ევრო 2016-ზე ვეღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ხორვატიასთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, მან ზურგი დაიზიანა. გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მას ლაზარეთში 6 კვირის გატარება მოუწევს.

“დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ის ევრო 2016-ის ვერცერთ დარჩენილ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ვერც თურქებთან მატჩში.

ამ ტრავმის მოშუშების დროის განსაზღვრაში დიდ გავლენას ახდენს ინდივიდუალური ფაქტორები. სავარაუდოდ მისი რეაბილიტაციის პროცესი 6 კვირას გასტანს.”

“არსენალი” როსიცკის უხანგრძლივებს

ჩეხი ნახევარმცველი მომდევნო სეზონსაც “არსენალში” ჩაატარებს.

“მეთოფეთა” ხელმძღვანელობა 34 წლის შემტევთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმაც დაადასტურა.

მიმდინარე სეზონში, როსიცკიმ პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და ორჯერ გაიტანა.