“რეალმა” “პენიაროლის” შემტევი, ფედერიკო ვალვერდე ოფიციალურად გაიფორმა.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 17 წლის წინახაზელი უკვე იყო მადრიდში, სადაც წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ვალვერდე სრულწლოვნობის პერიოდში, მომავალ წელს შეუერთდება გუნდს. გარიგების სხვა დეტალები უცნობია.