დანი ალვესი „კოპა ამერიკაზე“ დანილოს შესაცვლელად გამოიძახეს

მადრიდის „რეალის“ მცველი დანილო მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დროს გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

როგორც გაირკვა, დანილოს ადგილს „სელესაოს“ შემადგენლობაში „ბარსელონას“ მცველი დანი ალვესი დაიკავებს. ბრაზილიელთა თავკაცმა კარლოს დუნგამ კატალონიელთა მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანა.

იხილეთ ასევე: დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“

ბრაზილიას ლუის გუსტავო გამოაკლდა

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი ლუის გუსტავო 2015 წლის კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობიტ, “ბაიერნის” ყოფილი მოთამაშე ტრავმირებულია, რის გამოც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

27 წლის ნახევარმცველის გარდა კითხვის ნიშნის ქვეშ არის მარკინიოსის, დავიდ ლუისის და ფელიპე ლუისის თამაშიც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს გუსტავოს ადგილს ბრაზილიელთა განაცხადში. დუნგას სათადარიგოთა სიაში ამჟამად ფრედი (შახტარი), ფელიპე ანდერსონი (ლაციო), რაფინია და ალკანტარა (ბარსელონა) და კაკა (ორლანდო სიტი) იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში ბრაზილიელები ურთიერთობას კოლუმბიასთან, პერუსთან და ვენესუელასთან გაარკვევენ.

ფალკაო ამჟამად მომავალზე არ ფიქრობს

თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარის შემდეგ „მონაკოში“ დაბრუნდა, ჯერ არ იცის, თუ სად ითამაშებს მომავალი სეზონიდან. ფეხბურთელის თქმით, მას მხოლოდ „კოპა ამერიკაზე“ ფიქრი სურს, რომელიც სულ მალე ჩილეში დაიწყება.

„მაქვს თუ არა „მონაკოში“ მომავალი? ამჟამად მხოლოდ „კოპა ამერიკაზე“ ვფიქრობ. ჩემ გარშემო ბევრი ჭორია, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ. ყველა ამ საკითხით ჩემი აგენტია დაკავებული“, – განაცხადა ფალკაომ.

იხილეთ ასევე: ფალკაოს “ჩელსიში” გადასვლა უნდა

მარსელო კოპა ამერიკას გამოტოვებს

ბრაზილიის ნაკრების მცველი მარსელო წელს გასამართ კოპა ამერიკას ტრავმის გამოტოვებს. მის ნაცვლად “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ განაცხადში “ინტერნასიონალის” 21 წლის მცველი ჟეფერსონი შეიყვანა. ამ უკანასკნელს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა წელს ჩილეში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

 

ვენგერი სანჩესის „კოპა ამერიკაზე“ წასვლით უკმაყოფილია

ინგლისის თასის ფინალური შეხვედრის შემდეგ „არსენალის“ ერთ-ერთ ლიდერს ალექსის სანჩესს „კოპა ამერიკაზე“ გამგზავრება მოუწევს, რითაც „მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი უკმაყოფილია.

„გამიკვირდა, რომ ფიფა-მ მსგავსი რამ დაუშვა. „კოპა ამერიკას“ ნერვიულობით ვუყურებ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანჩესმა „არსენალში“ მთელი სეზონი ითამაშა, ახლა კი მას კვლავ გამგზავრება მოუწევს.

ფიფა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ბევრს საუბრობს, თუმცა ტურნირის ჩასატარებლად ასეთ თარიღს ირჩევს“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

არსენ ვენგერის რეაქცია, როცა აარონ რემზიმ ბურთი ძელს გაარტყა (ვიდეო)

დიეგო ალვესი კოპა ამერიაკს გამოტოვებს

“ვალენსიას” ბრაზილიელი მეკარე, დიეგო ალვესი პრიმერას 38-ე ტურში “ალმერიასთან” შეხვედრის მსვლელობისას მიღებული ტრავმის შედეგად კოპა ამერიკას გამოტოვებს. ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი დიაგნოზი სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა. პრიმერას ერთ-ერთ საუეკთესო მეკარეს ტრავმის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

ალვესის სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობა დაახლოებით ექვს თვეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოპა ამერიკასთან ერთად ის მომდევნო სეზონის სტარტსაც გამოტოვებს.