დორტმუნდის “ბორუსიამ” “ბაიერის” ფეხბურთელი დაიმატა

დორტმუნდის “ბორუსიამ” ლევერკუზენის “ბაიერის” ნახევარმცველი გონსალო კასტრო დაიმატა. მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გონსალო კასტროს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს ხუთი მატჩი.

27 წლის ფეხბურთელს ბუნდესლიგაში ჩატარებულ 286 შეხვედრაში 25 გოლი გაუტანია და 57 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

გონსალო კასტრო “ბაიერის” სისტემაში 1999 წლიდან ირიცხება, პირველ გუნდში კი 2005 წლიდან თამაშობს.

ფეხბურთელი “ბორუსიას” ზაფხულში შეუერთდება.