ვიდალი: „დნიპრო“ ტოპ კლასის გუნდია“

„სევილიას“ ნახევარმცველმა ალექს ვიდალმა „დნიპროსთან“ მოგებული ფინალი შეაჯამა.

„კიდევ ერთი ტიტულის მოგება გვსურდა. ყოველთვის ვიმეორებდით: თუ გუნდი ფინალში გადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებმა სწორად ითამაშებს. „დნიპრომ“ დღეს აჩვენა, რომ ტოპ კლასის გუნდია. ჩვენ კი ასეთი მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა ვიდალმა.

ვიდალი, შესაძლოა, „ბარსელონაში“გადავიდეს

„სევილიას“ ნახევარმცველმა ალექს ვიდალმა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

„მუნდო დეპორტივოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუახაზელით „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ მისი სახით კატალონიელები დანი ალვესის შემცვლელს ხედავენ. მიმდინარე სეზონში 25 წლის ესპანელმა პრიმერაში 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა.