პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებულის ბედი გათამაშების ბოლო ტურში გადაწყდა. ლისაბონის “ბენფიკამ” საკუთარ მოედანზე “ნასიონალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
მადევარი “სპორტინგი”, მიუხედავად “ბრაგასთან” გამარჯვებისა (4:0), მეორე ადგილზე დარჩა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა დარჩა.
“ბენფიკა” პორტუგალიის საჩემპიონო ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია. გუნდმა ქვეყნის მთავარი ტურნირი 35-ედ მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ “ბენფიკამ” ტიტული ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა.