ლობჟანიძე: “მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ”

დღეს გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, სადაც თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.

მატჩთან დაკავშირებით Fanebi.com-თან კომენტარი დედაქალაქელთა შემტევმა, საბა ლობჟანიძემ გააკეთა.

“მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოვიდა. ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ. ბრძოლა და ჟინი არ დავაკელით, რაც ანგარიშზე აისახა. ეს მოგება ეძღვნება იმ ხალხს, რომლებიც “დინამოს” მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში ედგნენ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, თანადგომისთვის”.