რადის ინგლისის ნაკრებში დაბრუნება სურს

“ნორვიჩის” მეკარემ ჯონ რადიმ პრემიერლიგაში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისმა გუნდმა პლეიოფის ფინალში “მიდლსბროს” 2:0 სძლია და მომდევნო სეზონში უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მოიპოვა.

რადის ზურგს სანაკრებო გამოცდილებაც უმაგრეს. 2012 წელს მან იტალიის წინააღმეგ ითამაშა, ზაფხულში კი მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა.

“როი ჰოჯსონი ტრიბუნაზე იყო? მიმდინარე სეზონში ნაკრებზე არ მიფიქრია. ჩემპიონშიპიდან ეროვნულ გუნდში მოხვედრა საკმაოდ რთული იქნებოდა. ჩემი მიზანი პრემიერლიგაში დაბრუნება იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. ახლა კი უმაღლეს დივიზონში კარგად უნდა ვითამაშო, რათა სანაკრებო შანსი კვლავ მივიღო” – განაცხადა რადიმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში “ნორვიჩთან” ერთად “უოტფორდი” და “ბორნმუთი” აღზევდნენ.