“რეალის” 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელმა გასაოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” 19-წლამდე გუნდის ცენტრალურმა მცველმა დე ლა ფუენტემ “ლეგანესთან” გამართულ შეხვედრაში გოლის გატანა საკუთარი ნახევრიდან შეძლო, რასაც შემდგომში რამდენიმე ესპანური გამოცემა გამოეხმაურა.

ლუის დე ლა ფუენტე: “ელიტრაუნდში სუსტი გუნდები უბრალოდ არ არიან”

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში გასამართი ელიტრაუნდისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია შედგა. ჟურნალისტების კითხვებს ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა.

ლუის დე ლა ფუენტე: “დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გულთბილი დახვედრისთვის. თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობთ. ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემთ და იმედია პატივისცემას ყველა გუნდი გამოხატავს მოედანზე ერთამნეთისადმი.

ელიტრაუნდში სუსტი გუნდები უბრალოდ არ არიან. თავს ფავორიტებად არ ვთვლით. ასეთი ტიპის ტურნირებში ასპარეზობის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ იოლი თამაშები არ გველის. ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწიოთ.”