როგორც მოგეხსენებათ, ფიფაში დიდი სკანდალია. ფეხბურთის მმართველი ორგანოს 14 პირი კორუფციულ მაქინაციებში ამხილეს. ოთხშაბათს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის არის ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მარია მარინი, რომელიც ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახლდათ.
83 წლის ჟოზე მარია მარინი მანამდეც იყო შემჩნეული არასასურველ ვითარებაში. 2012 წელს, სან პაულუში გამართული ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის დაჯილდოების ცერემონიაზე მან ფეხბურთელისთვის განკუთვნილი მედალი ფარულად ჯიბეში ჩაიდო. ეს ეპიზოდი ვიდეოკამერების ობიექტივში მოხვდა.