“ჰამბურგი” ბუნდესლიგაში დარჩა

გერმანიის ბუნდესლიგაში ადგილისთვის მებრძოლმა “კარლსრუემ” და “ჰამბურგმა” მეორე შეხვედრა გამართეს. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგში ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

გუშინ გუნდები საპასუხო მატჩის ფარგლებში ერთმანეთს კარლსრუეში დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საინტერესო მოვლენები ბოლო წუთებზე განვითარდა. ანგარიში 78-ე წუთზე მასპინძლებმა იაბოს გოლით გახსნეს. ჰამბურგელები მარცხს ძირითადი დროის ბოლო წუთებზე, დიასის გოლით გადაურჩნენ და დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა, სადაც “ჰამბუგი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 115-ე წუთზე ჰამბურგელებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი მიულერი გახდა, რომელმაც გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შეუნარჩუნა.

“ჰამბურგმა” “კარლსრუეს” ვერ აჯობა

მოომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის მოსაპოვებლად “ჰამბურგმ” და “კარლსრუე” ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა გამართეს, რომელსაც ჰამბურგმა უმასპინძლა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მეოთხე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშიც გახსნაც შეძლეს. გოლი ნაზაროვის გადაცემით ჰენინგსმა გაიტანა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მოუმატეს და 73-ე წუთზე ილიჩევიჩის ძალისხმევით გათანაბრებაც მოახაეხეს. საბოლოოდ, ეს შეხვედრის უკანასკნელი გოლი გამოდგა.

განმეორებითი მატჩი, რომელიც გუნდების ბედს გადწყვეტს, 1 ივნისს კარლსრუეში შედგება.