ლილიან ტურამის შვილმა თავის გუნდს თასი მოაგებინა (ვიდეო)

საფრანგეთში, ერთ-ერთი ახალგაზრდული ტურნირის ფინალში ერთმანეთს “სოშო” და “ლიონი დაუპირისპირდნენ.

მატჩი “სოშოს” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდის ღირსებას ლილიან ტურამის შვილი, მარკუს ტურამი იცავს, რომელიც 17 წლისაა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა “ლიონის” კარში მეორე გოლი გაიტანა.