როგორც იცით, 10 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანებლობამ სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე დაითხოვა. ამის მიზეზი ცნობილაძის მიერ საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებებს შორის გამართული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის წაყვანის დროს დაშვებული შეცდომა გახლდათ.
სანდრო ცნობილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დათხოვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი იყო.
“ჩემი შეცდომა ძალიან სერიოზული იყო. ვერ ვხსნი, თუ რა მოხდა იმ მომენტში. თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა”, – უთხრა ცნობილაძემ რუსთავი 2-ს.