თბილისის “დინამო” ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

საქართველოს თასის მფლობელი, “დინამო თბილისი” ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით თბილისელთა რიგებში აღარ ითამაშებენ ფორავარდები მანუელ ონვუ და გიორგი ჩირგაძე. ასევე გუნდს სერბი ნახევარმცველი სტეფან ბულორაცი და მცველი ვაჟა ტაბატაძე დაემშვიდობნენ.

შეგახსენებთ, რომ ბუკორაცი, ონვუ და ტაბატაძე “დინამოს” ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს შეურთდნენ. ჩირგაძემ კი თბილისელთა რიგებში სეზონის სრულად ჩაატარა.

ონვუმ უმაღეს ლიგაში “დინამოში” ჩატარებულ 10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო “სამტრედიასთან” თასის ფინალურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ჩირგაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 34 შეხვედრაში 9 გოლია. ბუკორაცმა და ტაბატაძემ “დინამო” უგოლოდ დატოვეს.