ჰოლანდიელმა ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ფეხბურთელებისგან საოცნებო გუნდი შეადგინა.
ჯანლუიჯი ბუფონი(“იუვენტუსი”) – ძალიან კარგი მეკარე. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. ის პიროვნული თვისებებით ბრწყინვალეა და მისი გუნდის კარის დაცვა კარგად შეუძლია.
მაურო ტასოტი(“მილანი”) – მარჯვენა ფლანგზე ტასოტი იქნება, რომელიც უბრალოდ კარგი მცველი იყო. ის ბრწყინვალედ ერთვებოდა შეტევაში და გუნდის თავდამსხმელებს კარგი პასებით ამარაგებდა.
ალექსანდრ კოსტაკურტა(“მილანი”) – ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელმაც “მილანში” მრავალი წლის მანძილზე ითამაშა. ძალიან კარგი უკანახაზელი, რომელიც მძიმე სიარულით გამოირჩეოდა, ვარჯიშებზეც კი.
ფრანკო ბარეზი(“მილანი”) – მას შეეძლო დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში და ბურთის ამოტანის დიდოსტატი იყო.
პაოლო მალდინი(“მილანი”) – დაბადებული მარცხენა ფლანგისთვის, მაგრამ უნივერსალი მცველი. “მილანს” ბევრი წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
ანდრეს ინიესტა(“ბარსელონა”) – ბოლო ათწეულში “ბარსელონას” წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ანდრესი იყო. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, პასების განაწილებაში.
ჩავი(“ბარსელონა”) – ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. მან “ბარსასთან” ერთად ბევრი ტიტული მოიგო.
ზინედინ ზიდანი(“იუვენტუსი”, “რეალი”) – ის იყო გენიალური შუახაზელი. მისი ტექნიკა, მოჭრილი დარტყმები ყველასგან გამორჩეული გახლდათ.
ლეო მესი(“ბარსელონა”) – ვარსკვავური შემადგენლობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ბოლო 20 წლის განმავლობაში შედგენილი გუნდიდან. მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ ის არაა ყველა დროის საუკეთესო, რადგან არ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი.
რონალდინიო(“ბარსელონა”, “მილანი”) – “ბარსელონაში” და შემდეგ “მილანშიც” დიდი ვარსკვლავი იყო. მისი ბრწყინვალე ტექნიკის ხარჯზე, ბევრი შედევრი შექმნა.
რონალდო(“ბარსელონა”, “რეალი”, “ინტერი”) – პირველი რონალდო და კრიშტიანუ რონალდუ. მან რამდენიმე კლუბში მაყურებელს ულამაზესი გოლები ანახა.