“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი ლუის გუსტავო 2015 წლის კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობიტ, “ბაიერნის” ყოფილი მოთამაშე ტრავმირებულია, რის გამოც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
27 წლის ნახევარმცველის გარდა კითხვის ნიშნის ქვეშ არის მარკინიოსის, დავიდ ლუისის და ფელიპე ლუისის თამაშიც.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს გუსტავოს ადგილს ბრაზილიელთა განაცხადში. დუნგას სათადარიგოთა სიაში ამჟამად ფრედი (შახტარი), ფელიპე ანდერსონი (ლაციო), რაფინია და ალკანტარა (ბარსელონა) და კაკა (ორლანდო სიტი) იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში ბრაზილიელები ურთიერთობას კოლუმბიასთან, პერუსთან და ვენესუელასთან გაარკვევენ.