ორი დღეა, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის შეცდომაზე საუბრობენ. როგორც მოგეხსენებათ, მას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ეგიდით საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის კომენტირებისას გუნდები ერთმანეთში აერია. კომენტატორი სოციალური ქსელის მეშვეობით მის მიერ დაშვებულ შეცდომას გამოეხმაურა.