ოფიციალურად: ბერსლუსკონიმ “მილანის” აქციების 48% გაყიდა!

“მილანის” მფლობელმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა აქციების ნაწილი გაესხვისებინა.

სილვიო ბერსლუკონის კომპანია Fininvest ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის ნაწილს ტაილანდელ ბიზნესმენს, ბი ტაიჩაუბულომს გადასცემს.

საბოლოო თვალსაზრისით, 485 მილიონი ევროს სანაცვლოდ “როსონერის” 48% მისტერ ბი-სია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მისტერ ბიმ ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად 100 მილიონი გამოყო.

ოფიციალურად: ბერლუსკონიმ “მილანის” აქციების 48% გაყიდა

“მილანის” მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი მიუხედავად ყველაფრისა, იაპონელ ბიზნესმენ, ბი ტეჩაუბულომს შეუთანხმდა.

დღეს, ბერლუსკონი მისტერ ბის იტალიის ვილა, არკონში შეხვდა. მართალია, სრული აქციები არ გადაეცა ტეჩაუბულომს, მაგრამ ორივე მხარე ნაწილის დათმობაზე შეთანხმდა.

მისტერ ბიმ “როსონერის” აქციების შეძენაში 480 მილიონი დახარჯა და მის მფლობელობაშია გუნდის 48% წილი. ინფორმაცია ბერლუსკონისა და იაპონელი ბიზნესმენის კომპანიებმა დაადასტურეს.