“ჩეზენამ” დი კარლო გაუშვა

“ჩეზენას” მთავარი მწვრთნელი დომენიკო დი კარლო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი “ჩეზენას” სერია ბ-ში დაქვეითება გახდა. კლუბმა გაწეული სამსახურისთვის სპეციალისტს მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობაც შეწყდა.

დი კარლომ “ჩეზენა” 2014 წლის დეკემბერში ჩაიბარა. სერია ა-ს დასრულებულ სეზონში კლუბმა 24 ქულით მე-19 პოზიცია დაიკავა.