6 ივნისს, შვედეთის ჩემპიონატში “ჰელსინგბორგმა” საკუთარ მოედანზე “ოტვიდაბერგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში პირველი გოლი მეორე წუთზე, ჰენრიკ ლარსონის შვილმა ჯორდან ლარსონმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 17 წლის თავდამსხმელისათვის ეს გოლი შვედეთის ჩემპიონატში სადებიუტო იყო.