სეად სალიჰოვიჩი კარიერას ჩინურ სუპერლიგაში გააგრძელებს. “ჰოფენჰაიმის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ნახევარმცველი “გუიჩჟოუ ჟენხეს” ღირსებას დაიცავს. კონტრაქტი ერთწლიანია.
“ჰოფენჰაიმში 10 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და კლუბის დატოვება მიჭირს. წინ ნამდვილი თავგადასავალი მელის, რომელსაც მოუთმენლად ველი” – განაცხადა სალიჰოვიჩმა.
ბუნდესლიგის დასრულებულ გათამაშებაში ბოსნიელმა 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.