მადრიდის “რეალი” ფორვარდი, კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი “მანჩესტერში” გადაბარგებას არ აპირებს.
“ლონდონში არც ერთი ინგლისური კლუბის წარმომადგენელს არ შევხვედრივალ. მოლაპარაკებებს მხოლოდ “რეალთან” ვაწარმოებ და შემიძლია ვთქვა, რომ კარიმი “მანჩესტერში” არ გადავა, მადრიდში ის ყველაფრით კმაყოფილია. ბენზემა “რეალიდან” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამას კლუბის ხელმძღვანელობა მოითხოვს” – განაცხადა აგენტმა მარკასთან საუბრისას.