ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეიშ ვიდალი გაყიდა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ალეიშ ვიდალი ამიერიდან “სევილიას” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაცაის ორივე კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ალეიშ ვიდალმა კატალონიური კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ტრანსფერის ფასი 8,5 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რასაც, შესაძლოა, კიდევ 2 მილიონი დაემატოს ბონუსების სახით.

“დალაქებთან” გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ვადა ოთხი წლის შემდეგ ეწურება. გეტყვით იმასაც, რომ ალეიშ ვიდალს ანდალუსიურ კლუბში 2014/15 წლების სეზონშიც უთამაშია.

“რომა” ალეიშ ვიდალის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ალეიშ ვიდალმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის სერია ა-ში, კერძოდ “რომას” რიგებში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

იტალიელი რეპორტიორის ცნობით, იტალიური კლუბი უკვე კარგა ხანია, რაც “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს 28 წლის ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.

“რომაელებს” ვიდალის არენდის წესით აყვანა სურთ, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 10-11 მილიონად შეეძლებათ.

“ბარსელონაში” გადასვლამდე 28 წლის ვიდალი “სევილიასა” და “ალმერიას” ღირსებებს იცავდა. მისდა სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმა “კამპ ნოუზე” თავის წარმოჩენა სათანადო დონეზე ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში ვიდალმა ლა ლიგაში მხოლოდ 35 წუთი ითამაშა.

ბრაიდამ ვიდალის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალეიშ ვიდალი ძალიან ახლოსაა “ბარსელონას” დატოვებასთან.

იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ “ბარსელონას” რიგებში მოთამაშე ვიდალის გადაბირებით “რომას” ხელმძღვანელები სერიოზულად იყო დაინტერესებული.

“მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, “რომას” ხელმძღვანელებთან არანაირი სახის კონტაქტი არ შემდგარა,” – აცხადებს ბრაიდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ვიდალმა მხოლოდ ხუთჯერ შეძლო მოედანზე გამოსვლა (ყველა ტურნირზე ერთად).

“მილანი” “ბარსელონელის” ტრანსფერში 15 მილიონს იხდის

სექტემბრის თვეში “მილანის” ფეხბურთელმა, ანდრეა კონტიმ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ფეხბურთს მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ვეღარ ითამაშებს.

გამომდინარე იქიდან, რომ კონტი განახლებულ “როსონერიში” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მისი ტრავმა იტალიელთათვის დიდი დარტყმაა. კლუბის ხელმძღვანელები მისი შემცვლელის დამატებას იანვარშივე გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანის” აღმასრულებელი დირექტორები “ბარსელონას” მარჯვეა მცველის, ალეიშ ვიდალის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ და მზად არიან, “ბარსელონელთა” საბანკო ანგარიშზე 15 მილიონი ევრო გადარიცხონ.

შეგახსენებთ, რომ ალეიშ ვიდალი “კამპ ნოუზე” 2015 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში კი 28 წლის ფეხბურთელმა შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლით დაგვამახსოვრა თავი.

ვიდალი: “არ მინდა “ბარსელონას” დატოვება!”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ალეიშ ვიდალი “ბლაგურნაში” უკვე მეორე სეზონია ირიცხება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე არც ისე დიდი კონკურენციის მიუხედავად, მან ვერა და ვერ მოახერხა ძირითადში ადგილის დამკვიდრება.

საგულისხმოა, რომ ესპანელი ფეხბურთელი გასულ ორ შეხვედრაში (“ჰერკულესისა” და “ბორუსიას” წინააღმდეგ), ძირითად შემადგენლობაში იყო და მან ეს მატჩები შეუცვლელად ჩაატარა. გუშინ “ბარსამ” ოთხი გოლი გაუტანა მიუნხენგლადბახურ კლუბს და აქედან ორში ვიდალმა მონაწილეობა მიიღო. ლუის ენრიკემ მისი ფორმა შეაფასა, როგორც “საოცარი”.

27 წლის სპორტსმენმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვგრძნობ, რომ გუნდისთვის წარმატების მოტანა შემიძლია. ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, რომლის ხელშიც ამ პერიოდში პრობლემები აღარ მაქვს.”

“ხელმძღვანელი არის ის ადამიანი, რომელიც წყვეტს თუ ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკრეტულ დაპირისპირებაში. თუ ის მე არ მათამაშებდა, ესე იგი, ჩემში იყო პრობლემა.”

“საბედნიეროდ, სიტუაცია იცვლება. არ მსურს აქაურობის დატოვება!” – განაცხადა ვიდალმა.

Sport: იანვარში “ბარსელონას” ესპანელი მცველი დატოვებს

კატალონიური “ბარსელონასა” და ალეიშ ვიდალის წარმომადგენლების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, ალეიშ ვიდალი კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ვიდალი “კამპ ნოუზე” 2015 წელს გადასახლდა. 27 წლის მცველმა მხოლოდ 7-ჯერ მოირგო “ბარსას” მაისური მას შემდეგ, რაც ესპანელებმა ის 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზადაა ესპანელი მცველი 13 მილიონი ევროს სანაცვლოდაც გაუშვას. “ბლაუგრანა” მისი არენდის წესით გაშვების საკითხსაც განიხილავს.

წყაროს ცნობით, ალეიშ ვიდალის გადაბირება რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს.

Mundo Deportivo: “ბარსელონამ” “სანდერლენდის” სამიზნეს ფასი დაადო

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ინგლისური “სანდერლენდი” “ბარსელონას” მცველის, ალეიშ ვიდალის გადაბირებით არის დაინტერესებული.

გამომდინარე იქიდან, რომ “სანდერლენდის” გარდა ვიდალის გადაბირებით რამოდენიმე სხვა უცხოური კლუბიცაა დაინტერესებული, კატალონიურმა კლუბმა დრო იხელთა და ფეხბურთელს ფასი დაადო – 13.5 მილიონი ფუნტი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მზადაა “სევილიას” ექს-ფეხბურთელი არენდის წესითაც გაუშვას გუნდიდან. მისი გამოსყიდვა კი ამ გუნდებს 11.65 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.

ალეიშ ვიდალი: “არსენალთან” მატჩში მოდუნების უფლება არ გვაქვს”

“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, ალეიშ ვიდალს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “არსენალს” “ბარსელონასთვის” პრობლემების შექმნა შეუძლია.

“დასვენების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. თუკი მათ გოლის გატანა მოახერხეს, ისინი ბრძოლაში დაბრუნდებიან.

თუნდაც უკეთესი გუნდი იყო, ნერვებმა შეიძლება მაინც შეგაფერხოს. მაქსიმალურად ვეცდებით სიმშვიდე შევინარჩუნოთ და კონცენტრირებული ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე.

2-0 მნიშვნელოვან უპირატესობას გვაძლევს, რამეთუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე ვართ დამოკდებულნი. თუ იმ დონეზე ვითამაშებთ, რომელზეც აქამდე ვიმყოფებოდით, პრობლემები არ შეგვექმნება.” -განაცხადა მან.

ვიდალს დანი ალვესთან კონკურენციის არ ეშინია

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ალეიშ ვიდალმა აღნიშნა, რომ მცველ დანი ალვესთან კონკურენციის არ ეშინია. როგორც მოთამაშემ აღნიშნა, კონკურენციის მას მხოლოდ გამოადგება.

„ვფიქრობ, განსაკუთრებით „ბარსელონას“ დონის კლუბში
კონკურენცია ყოველთვის საჭიროა, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მოდუნდე. შეიძლება, ალვესს სწორედ ეს მოუვიდა. ხალხი მას თამაშისთვის აკრიტიკებდა. ახლა კი ამ პოზიციაზე ორი მოთამაშეა, რომელსაც მაქსიმუმის ჩვენება შეუძლია“, – ციტირებს ვიდალს „მარკა“.

ფიფა-ს მიერ დაკისრებული სანქციების გამო, ვიდალი „ბარსას“ მაისურით თამაშს მხოლოდ 2016 წლის პირველი იანვრიდან მოახერხებს.

ჩავი: „ვიდალი „ბარსელონაში“ თამაშზე დიდი ხანი ოცნებობდა“

ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა „ბარსელონაში“ ალეიშ ვიდალის გადასვლა შეაფასა.

„ეს ძალიან კარგი ტრანსფერია. ახალგაზრდა კატალონიელი სახლში დაბრუნდა. ის ენთუზიაზმით სავსეა. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ბარსელონაში“ თამაშზე დიდი ხნის განამვლობაში ოცნებობდა“, – განაცხადა ჩავიმ.

ოფიციალურად: ვიდალი “ბარსელონას” ფეხბურთელია

კატალონიურმა გუნდმა “სევილიას” ფეხბურთელის, ალეიშ ვიდალის გაფორმება დაადასტურა.

“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გააშუქა იმ ფეხბურთელის დამატება, რომელმაც ამ სეზონში ოთხი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ტრანსფერის ოფიციალური ღირებულება არაა ცნობილი, თუმცა დაახლოებით ათი მილიონი ევრო დაჯდა.

25 წლის მცველი “ბლაუგრანაში” ხუთწლიანი კონტრაქტით, 2020 წლამდე ითამაშებს.

ესპანეთის ჩემპიონები ფეხბურთელის ოფიციალურ პრეზენტაციას ორშაბათს გამართავენ, მაგრამ ტრანსფერების აკრძალვის გამო, თავად მცველი გუნდს იანვარში შეუერთდება.